„ქართული ფოლადის“ ერთ-ერთი საამქროს გაფიცულ თანამშრომლებთან ადმინისტრაციამ შეთანხმებას მიაღწია
„ქართული ფოლადის“ ერთ-ერთი საამქროს გაფიცულ თანამშრომლებთან ადმინისტრაციამ შეთანხმებას მიაღწია

„ქართული ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე აცხადებს, რომ წვრილსორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმება მიღწეულია. მელიქაძის თქმით, ისინი სამის ნაცვლად, მუშაობის ოთხცვლიან გრაფიკზე გადავლენ და ხელფასი იგივე დარჩებათ.​ მელიქაძის განმარტებით, ეს ხელფასის 25%-ით მატებას ნიშნავს.

საწარმოს ხელმძღვანელობა ფოლადსადნობის თანამშრომლებთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს. გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ.

საწარმოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელფასის 50%-ით გაზრდა არარეალურია, თუმცა მათ გარკვეული შეთავაზებები აქვთ.