ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 97 პროცენტი გამოცხადდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 97 პროცენტი გამოცხადდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ. პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება, მეორე სესიისთვის კი, 14:00 საათზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და არ დაიგვიანონ გამოცდაზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდები 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო, ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.