ჯონდი ბაღათურია - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საზოგადოების სერიოზული ნაწილის კონსოლიდაციის პერსპექტივას ვერ ვხედავ
„ქართული დასი“ მხარდამჭერებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდება.
ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საზოგადოების სერიოზული ნაწილის კონსოლიდაციის პერსპექტივას ვერ ხედავს.
„საერთოდ, ქვეყნის განვითარებას ვერ ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ვცდილობთ, კონსერვატიული ძალები გავერთიანდეთ, შევქმნათ ახალი ფორმატი და შევთავოთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გზა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ აქციას. ეს არ არის კონტრაქცია, ეს არის აქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარეშე. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი შემოუერთდება ამ აქციას“ ,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.