ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯილდო „ტოლერანტობის ქომაგი 2020“ გადაეცა
ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯილდო „ტოლერანტობის ქომაგი 2020“ გადაეცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაწესებული ჯილდო „ტოლერანტობის ქომაგი 2020“ გადაეცა.

„ვულოცავთ თსუ პროფესორს მარინა ფილინას და თსუ ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ხელმძღვანელს, ნაირა ბეპიევს ტოლერანტობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტულს“, – აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მილოცვაში.

სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაარსების დღიდან აწყობს ქართულ-ოსური კულტურულ-საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სასწავლო კონფერენციებს. ცენტრს თავისი საქმიანობით გამორჩეული წვლილი შეაქვს ქართულ-ოსურ ურთიერთობების აღდგენის, ხელშეწყობისა და სამშვიდობო ურთიერთობების საქმეში, მას ამ თვალსაზრისით ანალოგი არ გააჩნია.

ამასთან, „ტოლერანტობის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალური „მოამბის“ რედაქტორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი ნაირა ბეპიევი.

ნაირა ბეპიევი ავტორია მრავალი ქართულ-ოსური სახელმძღვანელო წიგნისა. იგი წლების განმავლობაში ხელს უწყობს ქართველთა და ოსთა შორის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო ურთიერთობების აღდგენას.