„ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული
„ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული. პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ინფექციის დადასტურების შემდეგ გატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. იზოლაციაში გადავიდნენ ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდათ კონტაქტი.
გარდა ამისა, უკვე მიმდინარეობს ოფისში დასაქმებული პირების ტესტირება და ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ თანამშრომლების ტესტირება იქამდე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ინფიცირებულის ყველა კონტაქტი არ იქნება შემოწმებული.