ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, ლას-ვეგასში, საიუველირო ინდუსტრიის გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა
ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, ლას-ვეგასში, საიუველირო ინდუსტრიის გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, საიუველირო ინდუსტრიის ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაში – Las Vegas couture show მიიღონ მონაწილეობა.

გამოფენა 2020 წლის 1-5 ივნისს, აშშ-ში, ლას-ვეგასში გაიმართება.

საერთაშორისო ღონისძიება 300-მდე მონაწილე კომპანიას და 5000-ზე მეტ ვიზიტორს აერთიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ქართულმა კომპანიებმა 27 ნოემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მონაწილე კომპანიებს მხოლოდ ხარჯების ნაწილს დაუფარავს.