„ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიცია“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს შესაბამისი მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.
ნიკოლოზ ანთიძის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.