ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანების შემთხვევებზე ფულადი ჯარიმები წესდება.
შესაბამისი ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტით განისაზღვრება ქვეყანაში ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა; დგინდება ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
ცვლილებებით, ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. თუ ამ ქმედების განმეორებით ჩადენა მოხდება, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხა კი გამოიწვევს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.