ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო აშშ-ის რამდენიმე შტატში ათასობით ავიარეისი გაუქმდა, მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ
ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რამდენიმე შტატში ათასობით ავიარეისი გაუქმდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში 38 სმ-მდე თოვლი მოვიდა. რამდენიმე შტატის ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, იმუშაონ სახლიდან და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.
ნიუ იორკსა და ბოსტონში დახურულია სკოლები, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
ქარიშხლის გამო პენსილვანიაში – დაახლოებით 140 000, ხოლო ნიუ ჯერსიში დაახლოებით 12 000 ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.