ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას მიაღწია, სადაც ასზე მეტი სახლია განადგურებული, შეწყვეტილია ელექტროენერგია, სენტ ლუსიეში კი სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას მიაღწია. ორ მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე, სენტ ლუსიეში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.
ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის თქმით, დაახლოებით 125 საცხოვრებელი სახლი არის განადგურებული.
ქარიშხალი „მილტონი“ პირველ კატეგორიამდე ჩამოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ გამანადგურებელ ქარიშხლად მიიჩნევენ.
როგორც ცნობილი იყო, სინოპტიკოსებმა „მილტონს“ მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ ხალხმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს.