ქარიშხალ „ჰელენის“ გამო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამი ადამიანი დაიღუპა, სამ მილიონზე მეტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ქარიშხალ „ჰელენის“ გამო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.სტიქიამ ფლორიდა, ჯორჯია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინა დააზარალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქარიშხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ერთი ადამიანი სტიქიას ფლორიდაში ემსხვერპლა, მის მანქანას საგზაო ნიშანი დაეცა. ორი დაღუპულია ჯორჯიის შტატში. ქარიშხლის გამო დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ავტომაგისტრალები.
აშშ-ის ქარიშხლების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, „ჰელენის“ სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის ქარიშხლიდან, ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა. სტიქიის შესუსტების მიუხედავად, უწყებაში აცხადებენ, რომ სიტუაცია კვლავ „საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათოა“.