ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვართან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაშავდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.