ქარელის მერი - სოფელ ატოცში თვეების წინ დამონტაჟებულ ბოძებს ღობეს უკეთებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, სოფელ ატოცში მიმდინარეობს სამუშაოები, თვეების წინ დამონტაჟებულ ბოძებს ღობეს უკეთებენ.
როგორც ზაზა გულიაშვილმა განაცხადა, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
„ატოცში მიმდინარეობს სამუშაოები. თვეების წინ დამონტაჟებულ ბოძებზე აკეთებენ ღობეებს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, ყველა სტრუქტურა. ამ ეტაპზე სიმშვიდეა. ვერ გეტყვით, რამდენი რუსი სამხედროა, მარტო რუსები არ დგანან, დგანან ადამიანები რომლებიც მუშაობენ“, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.