ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა
ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა

ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის ინფორმაციაში.