უიმბლდონის ქალთა ტურნირზე კიდევ ერთი დიდი სენსაცია მოხდა. ამერიკელმა ლორენ დევისმა, რომელმაც კვალიფიკაცია ვერ გაიარა და ძირითად ბადეში სხვა ჩოგბურთელის ტრავმის წყალობით მოხვდა, ბრძოლას გამოთიშა მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი – 2:6, 6:2, 6:1.
95-ე ჩოგანმა კარიერიაში მესამედ ტოპ-ათეულის ჩოგბურთელის დამარცხება საათსა და 54 წუთში შეძლო და 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა უიმბლდონის მესამე რაუნდში.
ამერიკელმა ძალიან აგრესიულად ითამაშა და 45 „ვინერსი“ დააგროვა. კერბერს ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალი ჰქონდა (13), სამაგიეროდ, მან 31 უნებლიე შეცდომა დააგროვა.