უიმბლდონის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ჩოგბურთელს თავი გაუტყდა [ვიდეო]
უიმბლდონის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში ჩოგბურთელს თავი გაუტყდა [ვიდეო]

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის ტურნირზე, წყვილთა თანრიგის ნახევარფინალურ მატჩში რავენ კლაასენს თავი გაუტყდა.

იგი და მაიკ ვენუსი, ფინალში გასასვლელ შეხვედრაში რობერტ ფარესთან და ხუან კაბალუსთან დამარცხდნენ.

მეოთხე სეტის დასაწყისში კლაასენს თავში ბურთი მოხვდა, რის შემდეგაც ჩოგბურთელს სისხლი წამოუვიდა. მატჩი ამ მიზეზით ცოტა ხნის განმავლობაში შეწყდა.