ქალთა მიმართ ძალადობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საკითხზე გორში შეხვედრა გაიმართა
ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებაზე დღეს გორში შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის სააქტო დარბაზში შედგა და მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს, მერიის გენდერული საბჭოს, განათლების სფეროს, სამართალდამცავი უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების სახელმწიფო სერვისების, პრევენციული ღონისძიებების და კანონმდებლობის შესახებ.
კამპანიის მთავარი თემა – სექსუალური შევიწროება, რადგან 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და ისჯება კანონით.