ქალთა მიმართ ძალადობის წიმააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს
ქალთა მიმართ ძალადობის წიმააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წიმააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

თარიღთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენციას „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ მართავს.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში გაჩნდეს ტერმინი „ფემიციდი“, რაც ამ პრობლემასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდიდა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული და ის 16 დღეს გასტანს.

დღეს საღამოს, თბილისი მსოფლიო კამპანიაში ერთვება. ძალადობის მსხვერპლი ქალების სოლიდარობის ნიშნად, დედაქალაქის ანძა ორი დღით ნარინჯისფრად განათდება.