ქალთა ფეხბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა და ევრო 2025-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ასპარეზობა დაასრულა.
დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდა – „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 5:1.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-4 წუთზე გახსნა – გოლი ნატა კვირკვაიამ გაიტანა. ამის შემდეგ უპირატესობა ყაზახებმა მოიპოვეს და 37-ე წუთზე ვალერია პოპოვამ ჯერ წონასწორობა აღადგინა, 53-ე წუთზე კი დუბლი შეარულა. 63-ე წუთზე თავი აიაჟან კოჟაბეკოვამ გამოიჩინა. მეოთხე გოლი 71-ე წუთზე კაზინა ნორბაევამ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე ადია ასკაროვამ დააფიქსირა.
საქართველოში ჩატარებული B ლიგის მე-5 ჯგუფის გამარჯვებული და A ლიგის საგზურის მფლობელი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები გახდა.