საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ლევან ბაჯელიძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება. ქალთა ნაკრები სწორედ ამ მიზნით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება.
ამხანაგური მატჩები 14 და 17 ივნისს თბილისში გაიმართება.
ქალთა ეროვნული გუნდი, ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ზაფხულიდან ჩაატარებს. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება. ნაკრები ამ შეხვედრას 30 აგვისტოს, სტუმრად გამართავს.