ქალთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ქალთა ნაკრები ფინეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეექვსე მატჩი „ა“ ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან – ფინეთის ნაკრებთან გამართა.

გიორგი ჩხაიძის გუნდი „ბოლტ არენაზე“ ფინეთის ნაკრებს ჰელსინკიში ესტუმრა და 6:0 დამარცხდა. პირველ ტაიმში ფინელებმა სამი გოლი გაიტანეს – ემი ალანენმა (24), ეველინა ანა მარია სუმანენმა (35) და ადელინა ენგმანმა (39).

შესვენების შემდეგ მასპინძლებს ტემპი არ დაუგდიათ და სტუმართა კარი კიდევ სამჯერ აიღეს. ეველინა ანა მარია სუმანენმა (65) დუბლი შეასრულა, თავი გამოიჩინა ჯენი-იულია დანიელსონმაც (73), ერთი ბურთიც საკუთარ კარში მარიამ კალანდაძემ (55) ჩაჭრა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 6 ტურის შემდეგ უქულოდაა და ბოლო ადგილზე იმყოფება, 19 ქულით შვედეთი ლიდერობს, ხოლო მეორეზე ფინეთია.

საქართველოს ქალთა ნაკრები შესარჩევ ეტაპს ორი საშინაო მატჩით დაასრულებს. 27 ივნისს ჩვენი გუნდი ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო პირველ სექტემბერს – სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს.

„ა“ ჯგუფის სატურნირო ცხრილი

1 შვედეთი 7 19

2 ფინეთი 6 10

3 ირლანდია 5 8

4 სლოვაკეთი 6 5

5 საქართველო 6 0