ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ირის ანტმანმა გუნდი შეკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

5 აპრილს ირის ანტმანის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს, 9 აპრილს ბელარუსის ნაკრებს კი ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში დაუპირისპირდება.

მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ირის ანტმანის სიაში 23 ფეხბურთელია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – ლანჩხუთი), სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია (ორივე – კვარტალი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი).

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი, სალომი დიმოპულუ, ნათია დანელია, ანასტასია ბოლქვაძე (ყველა – კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (სამივე – ნიკე-ლუსო), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ტატა მატვეევა (ასია სპორი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი).