საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - შევეცდებით, ირლანდიასთან ღირსეულად ვითამაშოთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - შევეცდებით, ირლანდიასთან ღირსეულად ვითამაშოთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩხაიძემ ირლანდიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს.

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელმა პირველი შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ირლანდიელებმა დუბლინში დიდი ანგარიშით მოიგეს – 0:11.

„ირლანდიასთან მატჩისთვის ვემზადებით. მოგეხსენებათ, საკმაოდ კარგი გუნდია, დაკომპლექტებულია ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით. მათი კოზირი საჰაერო ორთაბრძოლებია. ეს ყველაფერი პირველ თამაშში კარგად გამოჩნდა“, – ამბობს გიორგი ჩხაიძე.

ნაკრების მწვრთნელი იმედოვნებს, რომ განმეორებით მატჩს გუნდი უკეთ ჩაატარებს:

„რაც შეეხება შეხვედრას, საკმაოდ რთული თამაში იქნება. საკუთარ კედლებში ვიქნებით და ვეცდებით, რომ ღირსეულად გავიდეთ და ღირსეულად ვითამაშოთ“.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 27 ივნისს, 20 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის YouTube არხზე იხილავთ.