საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ჩვენთვის მნიშვენლოვანია, ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება ლუქსემბურგთან მოვიპოვოთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ჩვენთვის მნიშვენლოვანია, ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება ლუქსემბურგთან მოვიპოვოთ #1TVSPORT

ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგაზე ლუქსემბურგთან მეხუთე ტურის მატჩამდე, რომელიც პირველ დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

„წლის ბოლო საშინაო მატჩი ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ფეხბურთელები ემზადებიან და ჩვენთვის მნიშვენლოვანია პირველი გამარჯვების მოპოვება ერთა ლიგაში.

რთული თამაში გველის, რადგან ლუქსემბურგს სჭირდება ქულები ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად. თუმცა მზად ვართ საკუთარ მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად. ფეხბურთელებთანაც სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი. თითოეული ვარჯიშის დროს გამარჯვებაზე ვსაუბრობთ.

გვურს, რომ მოგებაზე ორიენტირებული გუნდი გავხდეთ. ვიმედოვნებ, რომ განვითარებას გავაგრძელებთ და გავაკეთებთ იმას, რაც წინა შეხვედრებში დაგვაკლდა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ქალთა ერთა ლიგაზე საქართველო – ლუქსემბურგის მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.