ანტმანმა ტრავმირებულებს შემცვლელები მოუძებნა - საქართველოს ქალთა ნაკრები მზადებას განაგრძობს #1TVSPORT
ანტმანმა ტრავმირებულებს შემცვლელები მოუძებნა - საქართველოს ქალთა ნაკრები მზადებას განაგრძობს #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიეტუვასა და ბელარუსთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი იძულებული გახდა, შემადგენლობაში ცვლილება შეეტანა. საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრებში ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი ვერ დაეხმარებიან. მწვრთნელმა მათ ნაცვლად კი მარიამ ცისკარიშვილი და ანა წულაია გამოიძახა.

5 აპრილს, 19:00 საათზე ირის ანტმანის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს. მატჩზე დასწრება თავისუფალია. 9 აპრილს საქართველოს ნაკრები ბელარუსის ნაკრებს ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – ლანჩხუთი), ლომე გასვიანი, ნათელა წოწერია (ორივე – კვარტალი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო).

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი, სალომი დიმოპულუ, ნათია დანელია, მარიამ ცისკარიშვილი, ანასტასია ბოლქვაძე (ყველა – კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (სამივე – ნიკე-ლუსო), ანა წულაია, თინათინ ამბალია (ორივე – ლანჩხუთი), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია).