ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ნიკემ“ სლოვენიაში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ჯგუფში მესამე შეხვედრა ჩაატარა და დამარცხდა.
საქართველოს ჩემპიონმა მეტოქე უელსის „კარდიფ მეტთან“ 1:5 წააგო. მსაჯის მიერ დამატებულ 90+5-ე წუთზე დროში უელსელთა კარი ლიზი მწყერაშვილმა აიღო.
მანამდე „ნიკემ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა ჩაატარა – პირველი მატჩი შოტლანდიურ კლუბ „ჰიბერნიანთან“ და ანგარიშით 0:3 დამარცხდა, ხოლო მასპინძელ სლოვენიელთა „პომურჟესთან“ ანგარიშით 0:4.
ამის შემდეგ, ფინალური ეტაპის მატჩებია, სადაც ჯგუფის საუკეთესო გუნდები მოხვდებიან, „ნიკემ“ კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.