ქალთა ჩემპიონთა ლიგა - „ნიკემ“ მესამე მატჩიც წააგო
ქალთა ჩემპიონთა ლიგა - „ნიკემ“ მესამე მატჩიც წააგო

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ნიკემ“ სლოვენიაში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ჯგუფში მესამე შეხვედრა ჩაატარა და დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონმა მეტოქე უელსის „კარდიფ მეტთან“ 1:5 წააგო. მსაჯის მიერ დამატებულ 90+5-ე წუთზე დროში უელსელთა კარი ლიზი მწყერაშვილმა აიღო.

მანამდე „ნიკემ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა ჩაატარა – პირველი მატჩი შოტლანდიურ კლუბ „ჰიბერნიანთან“ და ანგარიშით 0:3 დამარცხდა, ხოლო მასპინძელ სლოვენიელთა „პომურჟესთან“ ანგარიშით 0:4.

ამის შემდეგ, ფინალური ეტაპის მატჩებია, სადაც ჯგუფის საუკეთესო გუნდები მოხვდებიან, „ნიკემ“ კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.