ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, თმა შევიჭერი - კახა კალაძის პასუხი ლევან ხაბეიშვილს [ვიდეო]
ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, თმა შევიჭერი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხაბეიშვილის ბრალდებებზე საუბარი სასაცილოა.
„თმა შევიჭერი მილანში, ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმა შევიჭერი, მოგწონთ თქვენ თუ არა. ესეც ქალაქის ბიუჯეტით“, – განაცხდა კალაძემ.
კითხვაზე რა ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ქალაქის საბიუჯეტო თანხებით, კალაძემ განაცხადა: „არაფერი, ისე უბრალოდ წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით,” – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, კალაძე მილანში თმის შესაჭრელად საბიუჯეტო თანხებით იმყოფებოდა, რაც თბილისის ბიუჯეტს 14 ათასზე მეტი ლარი დაუჯდა.