ქალაქ ზაარბრიუკენში ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებებში ქართველმა მწერლებმა და მუსიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს
გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოდან მიწვეული ქართველი მუსიკოსები და მწერლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ბესო ხვედელიძემ, დათო ტურაშვილმა, გიორგი ლობჟანიძემ, კატო ჯავახიშვილმა, მანანა მენაბდემ და რობი კუხიანიძემ.
გერმანულენოვან მკითხველს ქართველმა ავტორებმა ქართული ლიტერატურა წარუდგინეს.
ღონისძიება ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის ფარგლებში გაიმართა და ლიტერატურული სალონის EUTERPE-ს ფარგლებში მოეწყო.