ქალაქ უხანში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა
ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ტელევიზია ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ჰოსპიტალის მშენებლობის პროცესია ასახული.
შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი 24 იანვარს დაიწყო. სამედიცინო დაწესებულება 1000 პაციენტზეა გათვლილი და მან ფუნქციონირება 3 თებერვალს უნდა დაიწყოს.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 305-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 300-ია. კორონავირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.