ქალაქ უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
ქალაქ უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

უკრაინის ქალაქ უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს, სლოვაკეთის პრემიერთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრაზე უკრაინისა და სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე ევროპული ინიციატივების მხარდაჭერას განიხილავს.

„კონსტრუქციული და პრაქტიკული დიალოგის იმედი გვაქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, უჟგოროდში შეხვედრამდე სლოვაკეთის პრემიერმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება „აბსოლუტურად ნორმალურია“ და იქ ომი არ არის.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აპირებს დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ განაცხადა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.