ქალაქ როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია მოკლული
ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ ბინაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია მოკლული.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი აუდიტორიაში გახსნა. თავდამსხმელი დაკავებულია. ის 32 წლის მამაკაცია.