78-დღიანი კარანტინის შემდეგ, ნიუ იორკში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი იწყება. 8 ივნისიდან მეგაპოლისში მუშაობას განაახლებენ არასასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულებებში დასაქმებულები, ასევე გაიხსნება საცალო გაყიდვის მაღაზიები. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ეს არის ტრიუმფალური მომენტი ნიუ იორკელებისთვის, რომლებიც დაავადების წინააღმდეგ იბრძოდნენ“, – განაცხადა „სიენენის“ეთერში ქალაქის მერმა, ბილ დე ბლაზიომ.
კერძოდ, ქალაქ ნიუ იორკში შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე მუშაობას განაახლებენ სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტები, განახლდება საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ამასთან, კვლავ დაკეტილი რჩება სილამაზის სალონები, ოფისები, დახურული სივრცის ბარები, კაფეები და რესტორნები, ასევე მუზეუმები, კინო და თეატრები, ისევ აკრძალულია კულტურული ღონისძიებების გამართვა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქალაქ ნიუ იორკში ახალი კორონავირუსის 207 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 21 844 ინფიცირებული.