ქალაქ ლვოვზე რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცეცხლი გაუჩნდა სამ საწყობს
რუსეთი ღამით ლვოვის რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. შედეგად, ერთი ადმიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლვოვის მერის, ანდრეი სადავოის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ქალაქში სამი საწყობი დაინგრა და ათი ათასი კვადრატული მეტრიის ფართობს მოედო ცეცხლი. მისისვე თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„წინასწარი ინფორმაციით, 18 უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავდა ჩვენი რეგიონის მიმართულებით, მათგან 15-ის ჩამოგდება შევძელით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი და ზარალი იქნება ასობით მილიონი. ქალაქ ლვოვზე საშინელი თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს“, – განაცხადა ლვოვის მერმა.