გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში ორი დანიელი ჟურნალისტი მოკლეს.
Associated Press-ის ცნობით, ჟურნალისტებს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.
როგორც თავდამსხმელმა დაკითხვისას განაცხადა, ამ გზით ის აშშ-ზე შურისძიებას ეცადა მათ მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო.
როგორც Associated Press-ი გაბონის თავდაცვის მინისტრ ეტიენ მასარ მაკაგუზე დაყრდნობით წერს,
კიდევ ერთი ჟურნალისტი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი ნიგერიელია, რომელიც გაბონში ბოლო 19 წლის განმავლობაში ცხოვრობს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცი National Geographic-ის ორ კორესპონდენტს დაესხა თავს და დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.