რუსეთის მიერ ოდესის ოლქში მდებარე ქალაქ იზმაილზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები, სხვადასხვა შენობები და მანქანები.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
ამასთან, რუსეთის ხერსონის რეგიონზე შეტევის შედეგად ხუთი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია.
დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო დაწესებულება და სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.