საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან, დასავლეთით 18 კილომეტრში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:50 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.