ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები გაიმართა
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 77-ე ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები გაიმართა. პანდემიის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეჯიბრი რეკომენდაციების სრული დაცვით, დახურულ სივრცეში მიმდინარეობს.
საქართველოს ლიდერის, ნანა ძაგნიძის გარდა აქ ყველა უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს.
პირველივე ტურში უშეღავათო ბრძოლები გაიმართა და არცერთ პარტიაში ყაიმი არ დაფიქსირებულა.
პირველი ტურის შედეგები:
ვახანია (2138) 0 : 1 ხოტენაშვილი (2458)
წოწონავა (2012) 0 : 1 ხომერიკი (2319)
გვეტაძე (2308) 1 :0 მელია (2370)
ხუხაშვილი (2339) 0 : 1 არაბიძე (2428)
ბაციაშვილი (2457) 1: 0 ჯავახიშვილი (2375)
ოთხშაბათს მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ხოტენაშვილი(2458) – ჯავახიშვილი (2475)
არაბიძე (2428) ბაციაშვილი (2457)
მელია (2370) – ხუხაშვილი (2339)
ვახანია (2138) – წოწონავა (2012)
ხომერიკი (2319) – გვეტაძე (2308)