ეგვიპტის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების დროს 17 ადამიანი დაიღუპა.
„რეიტერის“ (REUTERS) ინფორმაციით, ავტომობილი ქაიროს ცენტრალურ რაიონში, ეგვიპტის სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის სიახლოვეს აფეთქდა. გავრცელებული ცნობთ, ავტომობილი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამ მანქანას შეეჯახა და აფეთქდა.
ინციდენტის შედეგად 32-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ფაქტს ეგვიპტის პროკურატურა იძიებს, თუმცა ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რომ აფეთქება ტერორისტული თავდასხმა იყო.