ავღანეთის დედაქალაქში მორიგი ტერორისტული თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა რადიკალმა თავი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ახლოს აიფეთქა. შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შენობას ტოვებდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ცოტა ხნის წინ კი გაერო-მ ავღანეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აზიის ქვეყანაში კონფლიქტის ფარგლებში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაერო-ს ცნობით, ბოლო ექვს თვეში ტერორისტულ თავდასხმებსა და სამხედრო დაპირისპირებებს 1 692 ადამიანი შეეწირა.