ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

ქაბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქაბულის ცენტრში არსებულმა ერთ-ერთმა საავადმყოფომ გაავრცელა ცნობები, რომ მათ 145 დაღუპულის ცხედარი მიიღეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ავღანეთში 20-წლიანი ომის ისტორიაში“, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.