ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დაღუპულების უმრავლესობა ავღანელია. აფეთქებების შემდეგ ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტის საშუალებით ისევ ცდილობს ქვეყნის დატოვებას.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო თვეების განმავლობაში ავღანეთიდან შესაძლოა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცეს. 14 აგვისტოს შემდეგ კოალიციურმა ძალებმა ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანი გაიყვანეს.