ქაბულში, სკოლის სიახლოვეს აფეთქებების სერიის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა
ქაბულში სკოლის სიახლოვეს აფეთქებების სერიის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილების უმეტესობა მოსწავლეები არიან. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რა იყო ბოროტმოქმედების სამიზნე, ჯერ უცნობი რჩება. წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.