ქაბულში, შსს-სთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ქაბულში, შსს-სთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ავღანეთის დედაქალაქში მორიგი ტერორისტული აქტი დღეს მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შესასვლელთან ამოქმედდა, რის შემდეგაც ადგილზე სროლის ხმა გაისმა.

რამდენიმე საათის შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ვითარებაზე კონტროლი დაამყარეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე რადიკალის ლიკვიდაციაზეც. როგორც ცნობილია, ისლამისტებს სამხედრო მოსამსახურეების ფორმები ეცვათ.

დაზუსტებული ინფორმაციით, ტერაქტის დროს ერთი სამართალდამცავი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.