ქაბულში შსს-ს შენობაზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი სამართალდამცველი
ქაბულში შსს-ს შენობაზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი სამართალდამცველი

ქაბულში შინაგან საქმეთა სამინისტროზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშავებულია 5 სამართალდამცველი. უწყების ინფორმაციით, 10 კაცისგან შემდგარმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ჯერ სამინისტროსთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, შემდეგ კი შენობაში შეჭრა სცადა.

ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შენობაში აიფეთქა თავი. თუმცა, ორსაათიანი დაპირისპირების მიუხედავად, თავდამსხმელებმა სამინისტროს შიდა ეზოს მიღმა შესვლა ვერ შეძლეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.