ქაბულში, შიიტი მუსლიმებით დასახლებულ უბანში აფეთქება მოხდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ქაბულის დასავლეთ ნაწილში, დაშთ-ე-ბარჩის უბანში, რომელიც უმეტესად შიიტი მუსლიმებით არის დასახლებული ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბომბი სამგზავრო მინივენში იყო დამონტაჟებული.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა „როიტერსის“ ცნობით, თალიბანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი და დაშავებულია შვიდი.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია საკუთარ თავზე.