ქაბულში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კორონავირუსზე ჩატარებული 500 ტესტიდან მესამედი დადებითი აღმოჩნდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შემთხვევითი განაწილების პრინციპით, ტესტირება 500 ადამიანს ჩაუტარდა. ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც ავღანეთში ინფიცირების გავრცელების ეპიცენტრად რჩება, ტესტების ერთი მესამედი დადებითი აღმოჩნდა. ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადებით, შედეგები შემაშფოთებელია და ვირუსის გავრცელების ბევრად მაღალ დონეზე შეიძლება მიუთითებდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფი ტესტები ხშირად არაზუსტ პასუხის იძლევა, იგეგმება ამ ტესტების გადამოწმება. ქაბულში „კოვიდ-19“-ის 704 შემთხვევაა დადასტურებული.
ავღანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 19-ით გაიზარდა. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 2 894 შემთხვევა ფიქსირდება. ხუთით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც, რომელიც ახალ 90-ს შეადგენს.