ქაბულში, სასულიერო პირების შეკრებაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა.
ავღანური მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სასულიერო პირების შეკრებაზე თავი აიფეთქა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როდესაც სასულიერო პირები უმაღლეს რელიგიურ ორგანოს, ავღანეთის ულემას საბჭოს ტოვებდნენ.
აფეთქებამდე, რელიგიურმა საბჭომ, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის მასშტაბით 2 ათასი სასულიერო პირი შედის, თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები აკრძალა, როგორც ისლამური სამართლის მიერ მიღებელი ქმედება. საბჭომ მთავრობას და მის მოწინააღმდეგე თალიბანის მოძრაობას ცეცხლის შეწყვეტისკენ და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.