ქაბულში სამთავრობო შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
ქაბულში სამთავრობო შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

ქაბულში სამთავრობო შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ავღანური მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული.

ავღანეთის საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს შენობაში სამი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები შენობის ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს და ახლომდებარე შენობების მიმართულებითაც ისროდნენ.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა სამი თავდამსხმელი მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის დედაქალაქში 2018 წელს უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია გაუარესდა. მხოლოდ წელს ქაბულში 22 მასშტაბური ტერაქტი მოაწყეს, რომელთაც 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.