ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დედაქალაქში მდებარე საავადმოყოფოზე შეტევა განხორციელდა, რომელსაც სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის სამი ქალი და ერთი ბავშვია. ადგილზე უკვე იმყოფება ქვეყნის პოლიციიის სპეციალური დანიშნულების ჯგუფი.
ავღანეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა დაადასტურა, რომ რამდენიმე ექიმი ჯერ კიდევ საავადმყოფოს შენობაშია გამოკეტილი. პოლიციამ შენობიდან 40 ადამიანის გამოყვანა მოახერხა.
აფეთქების თვითმხილველები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შიგნიდან სროლისა და ორი აფეთქების ხმა გაისმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.